პარტიებს, რომლების აკრძალვას ითხოვენ, "ოცნებაში" "პარაზიტები" უწოდეს

26.10.26 13:21
პარტიებს, რომლების აკრძალვას ითხოვენ, "ოცნებაში" "პარაზიტები" უწოდეს

"ქართული ოცნება" ელოდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციურ პარტიას აკრძალავს - განცახადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა გააკეთა. 

მისივე თქმით, მათი აკრძალვით „ქვეყანა პოლიტიკური ველიდან პარაზიტებს მოიშორებს“.

ველოდებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სწორ და მართებულ გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს პარტიები აიკრძალებიან. მათი აკრძალვით ქვეყანა პოლიტიკური ველიდან პარაზიტებს მოიშორებს. ამაზე მეტი რა დივიდენდი უნდა მიიღოს? – პარაზიტებს მოიშორებს და კონსტრუქციული ადამიანები და პოლიტიკური პარტიები იქნებიან, რომლებიც მომავალ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. პარაზიტები არიან, რადგან რაც მათ გააკეთეს 2012 წლამდე და მას შემდეგ, პარაზიტობაა და დიდი დანაშაულია“, – განაცხადა ჭეიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში, 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა დღეს, 14:00 საათზე განახლდება.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

მსგავსი სიახლეები