როგორ იმუშავა სისტემამ - როგორ მივიდნენ სერბები გამარჯვებემდე
სერბეთში საპარლამენტო არჩევნებზე მაღალი აქტივობა და შედეგებზე მანიპულირების შესაძლებლობის შემცირება სტუდენტური მოძრაობის მიერ შექმნილმა ორგანიზებულმა სისტემამ უზრუნველყო - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი აცხადებს, რომელიც არჩევნებს სერბეთში აკვირდებოდა. მისი თქმით, ახალგაზრდებმა ამომრჩეველთა მობილიზებისა და საარჩევნო პროცესის კონტროლისთვის აქტიურად იმუშავეს, რამაც მოქალაქეთა ნდობისა და არჩევნებში მონაწილეობის ზრდას შეუწყო ხელი.
ინფრასტრუქტურა ჩაიდო ამისთვის, რომ რეალურად, არჩევნები გაკონტროლებულიყო მაქსიმალურად მათი მხრიდან, რომ არ მომხდარიყო მანიპულირება და არ მიეცათ საშუალება, რომ შედეგებზე გავლენა ჰქონოდა ამ მანიპულაციებს. ჩვენც, როდესაც დავდიოდით, ვხედავდით, რომ ძალიან მობილიზებული იყო ხალხი შიგნითაც და გარეთაც, რიგები იყო ძალიან ბევრი. ეს კიდევ ერთი ფაქტორი იყო, რომ ძალიან კარგად იმუშავეს იმისთვის, რომ საარჩევნო აქტივობა ყოფილიყო ძალიან მაღალი და უპრეცედენტოდ მაღალი იყო, თქვენ იცით, სერბეთში მაქსიმალურად ეცადნენ, რომ ყველა ადამიანი მიეყვანათ საარჩევნო უბანზე, რწმენა გაეჩინათ მათთვის, რომ მათ თითოეულ ხმას აქვს აზრი და ხედავთ, რომ ამ ყველაფერმა მერე გამოიწვია ის, რომ დიდი რიგები იყო საარჩევნო უბნებთან. ანუ არჩვენბიესადმი ნდობა და შემდეგ უკვე აქტივობის გაზრდა იყო ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი და ამას უზურნველყოფდა სწორედ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც მანიპულაციის შესაძლებლობას მინიმუმამდე ამცირებდა, - ამბობს ლევან ნატროშვილი.
ლევან ნატროშვილი სტუდენტური მოძრაობის წარმატების კიდევ ერთ მიზეზად ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას ასახელებს. მისი თქმით, ტრადიციულმა ოპოზიციურმა პარტიებმა სტუდენტებს კონკურენცია არ გაუწიეს, თავად ახალგაზრდებმა კი მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციითა და კონკრეტულ პრობლემებზე საუბრით საზოგადოების ნდობის მოპოვება შეძლეს.
მათმა პარტიებმა გადაწყვიტეს, რომ კონკურენცია არ შეექმნათ ამ ახალი მოძრაობისთვის ანუ სიახლის კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც უნგრეთში, ისე სერბეთში, ანუ ახალი სახეები, ახალი მოძრაობა. ველოსიპიდებით აწყობდნენ აქციებს, ყველა სოფელში ესაუბრებოდნენ უშუალოდ ადამიანებს მათ პრობლემებზე, რამაც დაძლია გარკვეულწილად ეს შიში და უნდობლობა, რაც შეიძლება, ჰქონოდათ ამ მოძრაობის ამ ძალების მიმართ. კორუფციის ჭაობში მყოფი ქვეყნის გამოყვანის გზავნილი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ძალიან კონკრეტული პრობლემების მოგვარებაზე იყო ორიენტირებული ეს მოძრაობა, - ამბობს ლევან ნატროშვილი.
სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 25 ოქტომბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა. ქვეყნის მმართველი პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, თქვა, არჩევნებში "სტუდენტურმა სიამ" გაიმარჯვა.
- მისი თქმით, წინასწარი შედეგების თანახმად, სტუდენტებს 250-ადგილიან პარლამენტში 135-140-მდე ადგილი ექნებათ, მის პარტიას - "სერბეთის პროგრესულ პარტიას“ - კი 105 ადგილი.
ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადებით, მისმა საარჩევნო სიამ დაახლოებით 1.72 მილიონი ხმა მიიღო, "სტუდენტურმა სიამ" კი – დაახლოებით 2.2 მილიონი.
ვუჩიჩის მიერ ამ განცხადების გაკეთებიდან მალე ბელგრადის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა;
"გამარჯვება!“ და "მორჩა, დამთავრდა!“ - სკანდრებდა ამომრჩეველი.