საკონსტიტუციომ ივანიშვილის მოწმის სტატუსით დაბარებაზე უარი თქვა

26.10.26 14:12
საკონსტიტუციომ ივანიშვილის მოწმის სტატუსით დაბარებაზე უარი თქვა

საკონსტიტუციო სასამართლომ "გახარია-საქართველოსთვის" შუამდგომლობის ის ნაწილი არ დააკმაყოფილა, სადაც პარტია ჩორჩანას საკითხზე ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, ვახტანგ გომელაურის, მამუკა ბახტაძის, არჩილ თალაკვაძის, გია ვოლსკის, სოზარ სუბარის, თეა წულუკიანის და მამუკა მდინარაძის მოწმის სახით დაბარებას ითხოვდა. 

აღსანიშავია, რომ საბოოო კამში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ შუამდგომლობა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა – სასამართლომ საქმეს დაურთო კონკრეტული ვიდეო-ჩანაწერები და საჯარო სივრცეში გამოქვეყნებული ბეჭდური მასალები.

მათი დაკითხვა არის არარელევანტური, ხელს არ შეუწყობს საქმის ეფექტურად განხილვას და ზოგადად, უდაო ფაქტთან დაკავშირებით, რაზეც კითხვის ნიშნები შეუძლებელია დაისვას, მოწმეთა დაკითხვა ვერ დაკმაყოფილდება" - თქვა საკონსტიტუციოს თავმჯდომარემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა დღეს, 14:00 საათიდან განახლდა.

ბათუმში საქმეზე უკვე მეოთხე სხდომა იმართება.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

მსგავსი სიახლეები