გორდულაძის “რკინისებური“ არგუმენტი მოვისმინეთ, ჩვენი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაზე - ჯაფარიძე

26.10.26 21:21
გორდულაძის “რკინისებური“ არგუმენტი მოვისმინეთ, ჩვენი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაზე - ჯაფარიძე

 

 

 

თურმე კონსტიტუციის დარღვევაა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ შემოთავაზებულ ქარტიას ხელი მოვაწერეთ და ადგილობრივი არჩევნების დროს გიორგი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობაზე შევთანხმდით, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, “ძალიან ადვილია გააცამტვერო სრულიად უსაფუძვლო ცილისწამებები, რაც “ოცნების“ წარმომადგენლებისგან ისმოდა.“

“ლელო - ძლიერი საქართველოს“ მმართველი ორგანოების არცერთი წევრი და არცერთი ლიდერი, 2003-2012 წლებში, როცა ქვეყანას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მართავდა, პოლიტიკური თანამდებობის პირი არ ყოფილა. ბატონი გორდულაძის “რკინისებური“ არგუმენტი არის ის, რომ თურმე სალომე ზურაბიშვლის მიერ შემოთავაზებულ ქართულ ქარტიას მოვაწერეთ ხელი, თურმე ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. ადგილობრივი არჩევნების დროს გიორგი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობაზე რომ შევთანხმდით, ეს ყოფილა კონსტიტუციის დარღვევა. ძალიან ადვილია გააცამტვერო სრულიად უსაფუძვლოდ ცილისწამებები, რაც “ოცნების“ წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ, - განაცხადა ჯაფარიძემ. 

მსგავსი სიახლეები