ელენესთვის საპატიმრო სასჯელი “ქართული ოცნების“ სახეა - მაია კოპალეიშვილი
ელენესთვის საპატიმრო სასჯელი “ქართული ოცნების“ სახეა, - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი, მაია კოპალეიშვილი ელენე ხოშტარიას კადრებს, რომელშიც ჩანს, რომ ის კლინიკაში ეტლით მიიყვანეს.
როგორც კოპალეიშვილი ამბობს, “ოცნებისთვის“ ადამიანის ჯანმრთელობა, მისი უფლებები და სიცოცხლე კი არ არის მთავარი, არამედ მთავარია, რა დაკვეთას მიიღებს ის ბიძინა ივანიშვილისგან.
ის „ოცნებას“ ადამიანების და ქვეყნის მტერს უწოდებს და აცხადებს, რომ “ეს არის მავნებლობა“.
ელენესთვის საპატიმრო სასჯელი “ქართული ოცნების“ სახეა, რომ მათთვის ადამიანის ჯანმრთელობა, მისი უფლებები და სიცოცხლე კი არ არის მთავარი, არამედ მთავარია, რა დაკვეთას მიიღებს ის ბიძინა ივანიშვილისგან, იმიტომ რომ, ელენეს ამ დგომარეობაში ვინც ხედავს და თან წარმოიდგენს, რომ ამ მდგომარეობაში იმიტომაა რომ რაღაც ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო და სრულიად გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში საპატიმრო სასჯელი გამოუტანეს, არის სწორედ ამ ქვეყნის და ადამიანების მტერი, სხვა რა შეიძლება უწოდო „ქართულ ოცნებას“, ეს არის მავნებლობა. ელენეს მიმართ, შესაძლებელი იყო გამოყენებულიყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის შესაბამისი სახდელი და არა სისხლის სამართლებრივი და ეს არის სწორედ შერჩევითი მართლმსაჯულება, - ამბობს კოპალეიშვილი.
დღეს გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს.
კადრებში, რომელიც „სანდო წყარომ“ გაავრცელა, ჩანს, რომ პოლიტიკოსი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და ეტლს იყენებს.
მოგვიანებით “კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხოშტარია თოდუას კლინიკაში გეგმიური კვლევებისთვის გადაიყვანეს