კობახიძე ირწმუნება, რომ ევროკომისიის ანგარიში "მწვავე თავად მისი ავტორებისთვისაა"
ირაკლი კობახიძე ევროკომისიის გაფართოების ახალ ანგარიშში საქართველოზე ჩანაწერზე პირველ კომენტარს აკეთებს - "ოცნების" ლიდერი ამბობს, რომ აღნიშნული ანგარიში მწვავე არა საქართევლოსთვის, არამედ მისი ავტორებისთვის არის.
დღეს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ევროკავშირი და დასავლეთ დემოკრატია დაუწუნა.
"ვხედავთ, სადამდე არის დასული ევროპული ბიუროკრატია" - ამბობს კობახიძე და ირწმუნება, რომ ევროკომისიის ანგარიშში "ოცნების" მიმართ ბრალდებებს არავითარი დასაბუთება არ აქვს.
ეს არ არის მწვავე ანგარიში. მწვავე ეს ანგარიში მაშინ იქნებოდა, თუ იქნებოდა ფაქტებზე დაფუძნებული. ნული სიმწვავე აქვს ამ ანგარიშს იმიტომ, რომ არც ერთი შენიშვნა არ არის დაფუძნებული რაიმე მყარ არგუმენტზე.
შესაბამისად, მწვავედ ვერ შევაფასებთ ამ ანგარიშს. მწვავეა მისი ავტორებისთვის. ეს ანგარიში არის მწვავე მისი ავტორებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ვერ მოახერხეს ფაქტებზე დაფუძნებით რაიმე კრიტიკული შენიშვნის წარმოდგენა, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა.
პირდაპირ ვხედავთ, სადამდე არის დასული ევროპული ბიუროკრატია. როდესაც საუბარია იმაზე, რომ მოსამართლეები გარედან უნდა დაგვინიშნონ, ეს ნიშნავს იმას, რასაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ იაზრებს სამართლის უზენაესობის და დემორკატიის მნიშვნელობას. ამიტომ გამოდის ასეთი წინადადებებით, რაც სამარცხვინოა მინდა გითხრათ.
როდესაც ისინი თვითნებურად დაკავებულ პირებზე საუბრობენ, მე მინდა შეგახსეენოთ, რომ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილს ისვრიდნენ და სხვა ტიპის ძალადობაში მონაწილეობდნენ. გვარებით მოგვაწოდონ სია, ვის გულისხმობენ. ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ ეს სია, თუმცა ვერ მოგავწოდეს. მერე რა გაირკვეოდა - უნდა მოწოდებინთ ისეთი ადამიანებსი სია, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, ძალადობის აქტებში იყვნენ ჩართულები, დამხობას აორგანიზებდნენ, სწორედ ამიტომ ვერავითარ სიას ვერ გვაწვდიან. ეს კიდევ ერთელ აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის მძიმე სახეს.
არავითარი დასაბუთება არ აქვს ამას - არც სასამართლოს ვეტინგს, რომელიც პირდაპირ გულისხმობს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, არც პატიმრების გათავისუფლებას, როგორ შეიძლება მოძალადეების გათავისუფლებას ითხოვდეს ევროპული ბიორუკრატია. ეს ხომ თავისთავად მეტყველებს იმაზე, რასაც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამ ძალადობის უკან თვითონ ევროპული ბიუროკრატია იდგა, რომელიც აფინანსებდა მოლოტოვის კოქტეილის კამპანიას. კონკრეტულად აფინანსებდა ევროპის დემორკატიის ფონდი - "იდი". "იდი" პირდაპირ ფინანსდება ევროკავშირიდან",- აცხადებს კობახიძე.