"ნაციონალურმა მოძრაობამ" მოსამართლე ევა გოცირიძის აცილება მოითხოვა

13.11.26 12:37
"ნაციონალურმა მოძრაობამ" მოსამართლე ევა გოცირიძის აცილება მოითხოვა

 

 

"ნაციონალური მოძრაობა" მოსამართლე ევა გოცირიიძის აცილებას ითხოვს - ამ მოთხოვნით განახლდა ოპოზიციის აკრძალვის საქმეზე ახალი პროცესი. 

მიზეზი რის გამოც, ოპოზიციურმა პარტიამ მოსამართლის აცილება მოითხოვა, მის მიერ გამოყენებული ტერმინები და შეფასებებია კითხვების დასმის დროს.

ენმ-ში მიაჩნიათ, რომ გოცირიძე წინასწარ ავლენს საკუთარ განწყობებს და არის მიკერძოებული. 

მოთხოვნა ეფუძნება სასამართლო სხდომაზე მოსამართლის მიერ გამოთქმული შეფასებებისა და მოპასუხის პასუხზე მისი რეაქციის ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის დასაბუთებულ ეჭვს, რომ მოსამართლეს უკვე ჩამოყალიბებული აქვს უარყოფითი დამოკიდებულება განსახილველი დავის ცენტრალურ საკითხზე“, - განაცხადა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ.

ლევან ბეჟაშვილმა განმარტა, რომ პრეტენზია მოსამართლის მიერ მწვავე შეკითხვის დასმის უფლებას არ ეხებოდა: „საკითხი არის ის, რომ ხომ არ გამოავლინა მოსამართლემ წინასწარ ჩამოყალიბებული დამოკიდებულება იმ სამართლებრივ საკითხზე, რომლის გადაწყვეტაც მას ჯერ კიდევ წინ აქვს“.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

 

მსგავსი სიახლეები