ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში „ვივამედში“ გადაიყვანენ

18.11.26 15:09
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში „ვივამედში“ გადაიყვანენ

პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას გეგმური სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად რუსთავის ქალთა ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ უახლოეს დღეებში გადაიყვანენ - ამის შესახებ პარტიაში განაცხადეს. 

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე უცნობია, თუ რამდენ დღეს გაატარებს კლინიკაში ელენე ხოშტარია.

„ელენე ხოშტარიას, სავარაუდოდ ხვალ, 19 ნოემბერს, ან მაქსიმუმ ამ კვირის ბოლომდე გადაიყვანენ „ვივამედში“. გეგმურია ეს გადასვლაც. უცნობია ზუსტად რამდენ დღეს გაატარებს კლინიკაში. ანალიზებს გაუკეთებენ და პრეპარატს, რომლითაც მკურნალობენ“ - აცხადებენ პარტიაში.

მსგავსი სიახლეები