განაჩენი უნდა გაუქმდეს, პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა - ადვოკატი

13.10.26 13:21
განაჩენი უნდა გაუქმდეს, პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა - ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგებაზე უარს აცხადებს - დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას ითხოვს.

როგორც ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა მანჯგალაძეს, ამიტომ ისი პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. 

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც და არგუმენტაციითაც, ასევე  პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც კი არ უდასტურდება რაიმე ტიპის სამართალდარღვევა 2025 წლის 4 ოქტომბერს. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია არის, რომ ის უნდა იქნას გათავისუფლებული და მის მიმართ დამდგარი განაჩენი უნდა იქნას გაუქმებული. ამასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვისაუბრეთ შესავალ სიტყვაში. პაატა მანჯგალაძის პოზიცია ბოლო პროცესზეც იყო, რომ გვეხელმძღვანელა მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებით, რაც მისი ფბ გვერდით იქნა გავრცელებული და გაშუქებული მედიის მიერ", - აცხადებს ბექა ბასილაია. 

4 ოქტომბრის საქმეზე მო­სა­მარ­თლე ირაკ­ლი ხუს­კი­ვა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძეს - 7 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. 

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბრალ­დე­ბა სსსკ-ის 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ფოტო: პუბლიკა