რა მოხდა სამეგრელოში, ვინ არის ძებნილი, რომელმაც მამა-შვილი დაჭრა - დეტალები ადგილიდან
პოლიცია ამ დრომდე ეძებს 41 წლის კაცს, ვინც ზუგდიდის რაიონის სოფელ ალერტკარში მეზობელი მამა-შვილი დაჭრა. წინასწარი ინფორმაციით, ვალტერ როგავამ რომელიც ძებნაში იყო, ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
როგორც "პირველებმა" გაარკვია, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილია შადიმან როგავა, მისი შვილს, ზამი როგავას კი დანით კიყენებული ჭრილობები აღენიშნება.
დაჭრილი ქალი ვიდრე მას კლინიკაში გადაიყვანდნენ, ჰყვებოდა, რომ შეიარაღებული კაცი სახლში შეუვარდა და იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.
"ჯერ მამაჩემის მისამართით გაისროლა, როცა მე ვეცი, თოფის წართმევა მოვახერხე და გადავუგდე. დანა ამოიღო და დამარტყა, მერე კი გაიქცა.
ახლა დაჭრილი ვარ, სასწრაფო დახმარების მანქანიდან გირეკავთ… აი, ეს მოსდევს იმას, რომ ძებნილი ამდენს ხანს არ დააკავეს, არადა ყველამ იცოდა მისი ადგილსამყოფელი"-, უთხრა დაჭრილმა ქალმა მოქალაქეს, რომელიც ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მეზობლების თქმით, დანაშაულის მოტივი წარსულში არსებული დაპირისპირებაა. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, შეიარაღბული ვალტერ როგავა ოჯახს 6 თვის წინაც მიუვარდა და ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც. ადგილობრივ
როგორც შინაგან საქმეთა სმინისტროში "პირველებს" განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.