4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებმა გლდანის ციხე დატოვეს

16.10.26 13:05
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებმა გლდანის ციხე დატოვეს

4 ოქტომბრის დიდი შეკრების საქმეზე დაკავებულები პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ - რამდენიმე მსჯავრდებულმა გლდანის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა. 

საპატიმრო დატოვეს კახა კვაჭანტირაძემ, გიორგი ტალახაძემ, მიშო თოლორდავამ, დავით გიუნაშვულმა, გია თოლირდავამ, იური ლომიძემ. 

"მე ახალს არაფერს არ ვიტყვი ამ ხელისუფელბაზე. მოკლედ ვიტყვი -  ქოცობა ტეხავს" - თქვა გლდანის ციხიდან გამოსულმა კახა კვაჭანტირაძემ. 

ერთ წლიანი ნამდვილი სასჯელი, 3 წელი კი პირობითი - ასეთია პროკურატურის პირობები ციხიდან გათავისუფლებულების მიმართ. 

6-ვე მსჯავრდებულს 4 ოქტომრბის საქმეზე 5 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. 

 

მსგავსი სიახლეები