სასამართლო "კაწროს", ვატო ყიფიანის და შოთა ყიფიანის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს
საქალაქო სასამართლოში ძალადობის ბრალდებით დაკავებული ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს", ვატო ყიფიანის და შოთა ყიფიანის პროცესი მიმდინარეობს.
ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებაზე მოსამართლე დავით კურტანიძე მსჯელობს.
პროკურატურა დაკავებულების მიმართ პატიმრობას ითხოვს. ადვოკატები კი ამბობენ, რომ სასამართლოს 3000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობიოთ მიმართავენ.
მოვინახულე, ამ ეტაპზე სარგებლობენ დუმილის უფლებით . საქმესთან დაკავშირებით არანაირი კომენტარის გაკეთება არ სურთ. ბრალი აქვთ წარდგენილი ჯგუფურ ძალადობაზე. პროკურატურა შედის პატიმრობით, ჩვენ ვითხოვთ მინიმალურ გირაოს, 3000 ლარის ოდენობით. დუმილის უფლებას იყენებენ", - ამბობს ადვოკატი.
ვატო ყიფიანი, "კაწრო" და შოთა ყიფიანი გუშინ დააკავეს. საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვახტანგ ჟვანია (იგივე ვატო ყიფიანი), ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს, რომელმაც პროკურატურის ცნობით, ფიზიკური ტკივილი განიცადა.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს.