რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელ სახლებს დაარტყეს

17.10.26 12:51
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელ სახლებს დაარტყეს

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელ სახლებს დაარტყეს - დაშავებულია სულ მცირე 5 ადამიანი.

მანამდე, ზაპოროჟიეში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

რუსების იერიშების შედეგად, ხერსონში სასწრაფო დახმარების ავტომობილის მძღოლი დაიღუპა და 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ბავშვები.

ასევე, რუსული ძალების მიერ 16 ოქტომბრის საღამოს ქალაქ ხარკოვში განხორციელებული დარტყმების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.