სამაშველო ოპერაცია მტკვარში - რუსთავში კაცს ეძებენ
ამ წუთებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს მტკვარში - რუსთავში 40 წლამდე კაცს ეძებენ. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ღამით კაცი ქალაქის ცენტრალური ხიდიდან მდინარეში გადახტა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.