სანაია დაკავებისას: რეჟიმს ამოვაყირავებთ, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს, აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება

19.10.26 13:52
სანაია დაკავებისას: რეჟიმს ამოვაყირავებთ, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს, აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება

 

 

"რეჟიმს ამოვაყირავებთ, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს, აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება!" - ეს სიტყვები თქვა ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ დაკავებისას. 

"ბოლომდე"- აღნიშნა მან. 

„ბოლომდე! ვერანაირი პატიმრობა ვერ შეცვლის ამ სიტუაციას. ჩემი დაკავების მთავარი მიზანია საზოგადოება გაჩუმდეს, საზოგადოება არ გაჩუმდება არასდროს. ამ რეჟიმს ამოვაყირავებთ, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს, აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. ჩვენი დევიზია ბოლომდე“, - აღნიშნა სანაიამ.

ჟურნალისტი ვახო სანაია პოლიციამ საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავა.

"ფორმულას" წამყვანს Facebook სტატუსუს გამო, 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დღეს შეუფარდა. 

ტელეწამყვანს ფეისბუკზე დაწერილი 2 პოსტისა და ვიდეოს გამო,  შეუფარდეს პატიმრობა. 

სანაიას შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ.

ჟურნალისტი ერთხელ უკვე იყო 14-დღიან პატიმრობაში ამავე საბაბით. 

 ფოტო: "პუბლიკა"