ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ბათუმელი მედროშე ციხეს ნომებრის დასაწყისში დატოვებს

19.10.26 14:07
ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ბათუმელი მედროშე ციხეს ნომებრის დასაწყისში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ბათუმელ მედროშეს, ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ის ციხეს ნოემბრის დასაწყისში დატოვებს. ამის შესახებ ცნობილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდა.

ზურა ჭავჭანიძემ საპროცესო შეთანხმების გაფორმება წინა სასამართლო პროცესზე მოითხოვა, დღეს კი მას სახელმწიფო მბრალდებელმა საკუთარი პირობები გააცნო - 1. 1  თვე რეალური სასჯელი და 2 წელი პირობითი მსჯავრი.

დღევანდელ სხდომაზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილი გამოთქვა კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა. საუბარია ანტონ ვარდანაძეზე, რომლის საკითხზეც პროკურატურამ უნდა იმსჯელოს. 

კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა მომმართა ბრალდების მხარეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით. აღნიშნულ განცხადებას ბრალდების მხარე განიხილავს და ლოგიკურია, მომდევნო პროცესზე დაცვის მხარეს უკვე ეცნობება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით პოზიცია.

აქვე გიდასტურებთ, რომ ერთ მსჯავრდებულტან დაკავშირებით მივაღწეით შეთანხმებას, ამ შემთხვევაში, ზურაბ ჭავჭანიძეზეა საუბარი და სხდომაზე იქნება წარმოდგენილი შესაბამისი ოქმები, - ამბობს პროკურორი თამარ იაკობიძე.

აღსანიშნავია, რომ 6 მსჯავრდებული საპროცესო შეთანხმებაზე უარს აცხადებს და დანაშაულს არ აღიარებს. ისინი საკუთარი სიმართლის დაცვას სააპელაციო სასამართლოშ შეეცდებიან.