ჟურნალისტის დაპატიმრება დანაშაულია - "პენ საქართველო"

19.10.26 17:20
ჟურნალისტის დაპატიმრება დანაშაულია - "პენ საქართველო"

"პენ საქართველო" მკაცრად გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას.

განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევამ და ავტორიტარული მმართველობის დამკვიდრებამ გამოხატვის თავისუფლება რეპრესიების პირდაპირ სამიზნედ აქცია.

ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს ხელისუფლების კრიტიკისთვის აპატიმრებენ, ხოლო თავისუფალი სიტყვა დასჯის საფუძველად იქცევა, დემოკრატია აღარ არსებობს. ვახო სანაიას დაპატიმრებას ერთ კონკრეტულ შემთხვევად ვერ განვიხილავთ − ეს განსხვავებული აზრის დევნისა და მოქალაქეების დაშინების სისტემური პოლიტიკის ნაწილია.

პენ საქართველო სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას და მოითხოვს მისი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გაუქმებას." - წერია განცხადებაში.

"ფორმულას" წამყვანს Facebook სტატუსუს გამო, 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დღეს შეუფარდა. 

ტელეწამყვანს ფეისბუკზე დაწერილი 2 პოსტისა და ვიდეოს გამო,  შეუფარდეს პატიმრობა. 

სანაიას შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ.

ჟურნალისტი ერთხელ უკვე იყო 14-დღიან პატიმრობაში ამავე საბაბით.