ძმები ფეიქრიშვილების დედა ციხეში შვილებთან შეხვედრას მოითხოვს, აბრამიშვილი ამბობს, რომ ტყუპებს სცემეს

19.10.26 19:08
ძმები ფეიქრიშვილების დედა ციხეში შვილებთან შეხვედრას მოითხოვს, აბრამიშვილი ამბობს, რომ ტყუპებს სცემეს

დიდი ოდენობით ფულის გათეთრების, გამოძალვის და ძალადობის ბრალდებით დაკავებული, ძმები ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მის შვილებს ციხეში სცემეს.

ამის შესახებ ნინო აბრამიშვილმა “ტვ პირველის“ ახალი ამბების სამსახურს აცნობა.

აბრამიშივლის თქმით, ის გლდანის ციხესთან იმყოფება და შვილებთან შეხვედრას ითხოვს.

"არ წავალ ვიდრე ჩემს შვილებს არ მანახებენ" - უთხრა აბრამიშვილმა “პირველებს.“

ამასთან, ძმები ფეიქრიშვილების დედა საქმეში სახალხო დამცველის ჩართვას მოითხოვს.

ტყუპების ცემის შესახებ საჯარო სივრცეში გავრცელებული ცნობა 18 ოქტომბერს პენიტერნციურმა სამსახურმა უარყო და მას სიცრუ უწოდა.