ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს - აჭარა თაიმსი
„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს.
შემთხვევა ერთ-ერთ სოფელში მოხდა. საქმე 15 წლის გოგონას ეხება.
როგორც გამოცემა წერს, შემთხვევის დროს არასრულწლოვანი სახლში მამასთან ერთად მარტო იმყოფებოდა, დედა კი სამსახურში იყო. მოზარდმა მომხდარის შესახებ დედას ტელეფონით შეატყობინა, რის შემდეგაც ქალმა პოლიციას მიმართა.
საქმეზე დაიკითხნენ არასრულწლოვანი, მისი დედა და ბრალდებული. მოზარდს ფსიქოლოგიური დახმარებაც გაუწიეს. საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 141-ე მუხლით დაიწყო.