რატომ ჩაბნელდა საქართველო ზაფხულში 3-ჯერ - ნარმანია ამბობს, რომ გამომწვევი მიზეზების შესწავლა გრძელდება

20.10.26 18:42
რატომ ჩაბნელდა საქართველო ზაფხულში 3-ჯერ - ნარმანია ამბობს, რომ გამომწვევი მიზეზების შესწავლა გრძელდება

რატომ ჩაბნელდა საქართველო ზაფხულში 3-ჯერ - პარლამენტში სემეკის შეფის მოსმენა ისე დასრულდა, რომ “ოცნების“ არცერთ წევრს კითხვა არ დაუსვამს და ჩაბნელების გამომწვევი მიზეზებით არ დაინტერესებულან.

თავად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით კი, ზაფხულში, საქართველოში, ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა გრძელდება.

მისი თქმით, სემეკი ყველა გენერაციის ობიექტებთან დაკავშირებულ ნიუანსებს და ხარვეზებს სწავლობს.

ნარმანია აღნიშნავს, რომ "ეს ინფორმაცია თავის დროზე გახდება საჯარო".

"მარეგულირებელი კომისიის მიერ განხორციელებული და მიმდინარე შესწავლა მოიცავს როგორც “ენგურჰესის”, ასევე, სხვა გენერაციის ობიექტების მიერ ქსელის წესებთან შესაბამისობის შესწავლას, ამიტომაც დასკვნაში, რომელიც კომისიის მიერ დაიდება, ბევრი საინტერესო საკითხი და დეტალი იქნება მოცემული. ამიტომაც ეს ინფორმაცია თავის დროზე გახდება საჯარო. კომისია, რა თქმა უნდა, ყველა, მათ შორის, გენერაციის ობიექტებთან დაკავშირებულ ნიუანსებს და ხარვეზებს სწავლობს", - განაცხადა ნარმანიამ.

კითხვაზე, ამ ეტაპზე გამოკვლეული მასალებით, ეს იყო ტექნიკური ხარვეზი თუ საბოტაჟი, ნარმანია პასუხობს: "დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და დავიწყებთ განხილვებს".

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება, სემეკის თავმჯდომარემ უპასუხა:

"ტარიფის დადგენის პროცესი არის მრავალკომპონენტიანი, სადაც გათავალისწინება ხდება, როგორც ადგილობრივი გენერაციის მოცულობა, ასევე იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა და ღირებულება. მარეგულირებელი კომისია იმპორტირებული ენერგიის მოცულობის და ღირებულების შესახებ ინფორმაციას საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულების სახით იღებს. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვენთვის მოცემულობა და ამას ვითვალისწინებთ. რა იქნება მომავალში, ამას აუცილებლად ვნახავთ", - აღნიშნა ნარმანიამ.

ცნობისთვის, 24 ივლისს ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად გაითიშა. შუქი ჩაქრა 25 ივლისის დილითაც. სუს-მა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. 30 ივლისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ პირველადი შედეგი გამოაქვეყნ