პატიმარი დავით ფეიქრიშვილი “ვივამედში“ გადაიყვანეს

20.10.26 20:08
პატიმარი დავით ფეიქრიშვილი “ვივამედში“ გადაიყვანეს

პატიმარი დავით ფეიქრიშვილი “ვივამედში“ გადაიყვანეს, მას დღეს მიყენებულ დაზიანებებს დაუმუშავებენ და ნაკერებს დაადებენ, ამის შესახებ პირველებს ადვოკატმა პაატა გოგიაშვილმა უთხრა. 

" შემოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა და გადაიყვანენს ვივამედში ამ ჭრილობის შესაკერად. - აცხადებს ადვოკატი. 

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, დღეს 20 ოქტომბერს, ბრალდებული ფეიქრიშვილი გამოყვანილი იყო მის ადვოკატთან შესახვედრად, რა დროსაც მან მოულოდნელად, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, ჩაამტვრია ადვოკატთან შეხვედრების ოთახის მიმდებარედ დერეფანში არსებული ფანჯრის მინა და მინის ნატეხით თვითდაზიანებით იმუქრებოდა.  

ოჯახის მტკიცებით, ძმები ფეიქრიშვილები ციხეში სასტიკად სცემეს.  დავით ფეიქრიშვილის ადვოკატი,  "პირველებთან" ყვება, რომ პატიმარი სასტიკად არის ნაცემი. პაატა გოგიაშვილის თქმით, დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული, დამტვრეული აქვს ნეკნები, და თავზე აღენიშნება სისხლჩაქცევები.

ადვოკატის განცხადებით,  ფიზიკური დაზიანება ფეიქრიშვილს ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა მიაყენეს.

მსგავსი სიახლეები