ერთ წლიანი პატიმრობის შემდეგ, თამარ ლორთქიფანიძე თავისუფალია
თამარ ლორთქიფანიძე, რომელიც 22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას, საპატრულო ეკიპაჟის მანქანაზე ავიდა, თავისუფალია.
აქციის მონაწილეს, საპროცესო შეთანხმება რამდენიმე თვის წინ გაუფორმდა. შეთანხმების მიხედვით, დაკავებულ ქალს 1-წლიანი პატიმრობა და 3-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. პატიმრობის ვადა მას უკვე ამოეწურა.
თამარ ლორთქიფანიძე 22 ოქტომბერს აქციაზე დააკავეს. მას ბრალად ედება:
პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.