ახლოს ვართ უკრაინში მიმდინარე ომის დასრულებასთან - ტრამპი

22.10.26 10:16
ახლოს ვართ უკრაინში მიმდინარე ომის დასრულებასთან - ტრამპი

ტრამპი ვარაუდობს, რომ უკრაინსა და ირანთან ომი შესაძლოა მალე დასრულდეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება სამხრეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააკეთა.

აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა,  რომ მან უკვე მოაგვარა რვა ომი და რომ რუსეთ-უკრაინის ომი და ირანთან ომიც მალე დასრულდება.

„მე მოვაგვარე რვა ომი ან ისეთი სიტუაციები, რომლებიც ომებად აღიქმებოდა. ახლა კი კიდევ ორი ​​ომის დასრულებასთან ვართ ახლოს — რუსეთსა და უკრაინას შორის და ირანთან ომის. ისინი, ასე თუ ისე, დასრულდება“, - განაცხადა ტრამპმა.

მანამდე მან თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება შესაძლოა იმაზე უფრო ახლოს იყოს, ვიდრე ოდესმე.