ადვოკატი გოგა ფეიქრიშვილის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს
ადვოკატმა გლდანის ციხეში მოთავსებული გოგა ფეიქრიშვილი მოინახულა. როგორ პაატა გოგიაშვილმა მერვე პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმი პირი კვლავ დეესკალაციის ოთახში ჰყავთ და ჭრილობებიდან სისხლდენა აქვს.
ადვოკატის თქმით, ისინი პენიტენციური სამსახურისგან პატიმრის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვენ, რათა ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყოს.
ეხლა ამომიყვანეს პატიმარი, არის ისევ ე.წ დეესკალაციის საკანში. პატიმარი თვითონ ითხოვს, რომ გადაიყვანონ სხვა საკანში, ვინაიდან დაზიანებული აქვს მარცხენა ხელის მტევანი, თვითდაზიანება მიიყენა ხელზე, აქვს სისხლდენა, ყოველ წუთას ესაჭიროება გადახვევა და აქედან გამომდინარე, ჩვენ ეხლა ვთხოვთ პენიტენციურ დაწესებულას მერვე დაწესებულების ადმინისტრაციასაც და დეპარტანეტს, რომ გადაყვნილი იქნას ნომერ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, რათა მოხდეს მისი მიხედვა, ელემენტარულად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომ იყოს, - ამბობს ადვოკატი.
უფლებადამცველს არ აქვს ინფორმაცია, რატომ არ გადაჰყავთ აქამდე პატიმარი და ამბობს, რომ პენიტენიცურთან არანაირი სახის კომუნიკაცია არ ჰქონია.