ფეიქრიშვილების ოჯახი საქმის გამოძიებას განზრახ მკვლელობის მუხლით ითხოვს

22.10.26 16:14
ფეიქრიშვილების ოჯახი საქმის გამოძიებას განზრახ მკვლელობის მუხლით ითხოვს

ფეიქრიშვილების ოჯახი საქმეში პროკურატურის ჩართვას და გამოძიების დაწყებას განზრახ მკვლელობის მუხლით ითხოვს.

ანო ანანიაშვილის თქმით, ვატო ყიფიანი, ბილანიშვილი, ყიფიანი, კაჭარავა, გოცირიძე “ვირთხებივით შეიპარნენ და გადაწყვიტეს, რომ ხუთმა კაცმა იძალოს ერთ ადამიანზე.“

იგი იყო სახალხო დამცველის წარმომადგენელი, მოინახულა დავით ფეიქრიშვილი, აღნიშნა და დაასტურა ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვიძახდით, რომ აუცილებელია ჩაერთოს პრკურატურა.
ვატო ყიფიანი ბილანიშვილი, ყიფიანი, კაჭარავა, გოცირიძე, რომლებიც ვირთხებივით შეიპარნენ და გადაწყვიტეს,რომ ხუთმა კაცმა იძალოს ერთ ადამიანზე. ეს არაფერში არ წერია, ეს არასოდეს არ მომხდარა ეგეთი ფაქტი. ყოველთვის არის ის, რომ დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს არ შეხვდნენ და ეს არის განზრახ მკვლელობის მცდელობა. აუცილებლად ეს მუხლი უნდა იყოს, ეს უნდა იყოს 108-ე მუხლით უნდა დაიწყოს, ეს არის აუცილებელი, ჩვენ ამას მოვითხოვთ, რომ პროკურატურა ჩაერთოს, ირაკლი კობახიძე იქნება თუ ვინც იქნება, დაგვეხმარნონ, რომ ეს ყველაფერი აღმოვფხვრათ, - ამბობს ანო ანანიაშვილი. 

მსგავსი სიახლეები