დიტო ჩუბინიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

22.10.26 18:03
დიტო ჩუბინიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

ჩხრეკა დიტო ჩუბინიძის სახლში - ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები თბილისში, ორთაჭალაში მდებარე საცხოვრებელში მიმდინარეობს.

სახლი, რომელიც გამომძიებლების ინტერესს წარმოადგენს, ჟურნალისტის დედის სახელზეა რეგისტრირებული, ამიტომ ჩხრეკა დედის და დის თანდასწრებით მიმდინარეობს.

როგორც დიტო ჩუბინიძის და "პირველებთან" ამბობს, ჩხრეკა ჩატარდა ვანში, სოფელ უხუთშიც, სადაც ჟურნალისტი აიყვანეს. დის ინფორმაცით იქიდან გამომძიებლებმა ტელეფონი და კომპიუტერული ტექნიკა წაიღეს. 

სამშობლოს ღალატის მუხლი წაუყენეს. ეს ყველაფერი გარდაცვლილ ლაზარე ჯორბენაძესთან ჩაწერილ ინტერვიუს უკავშირდება. ალბათ ჩემი ძმის ინტერვიუები ძალიან გაეჩხირა ამ ხელისუფლებას ყელში და ამით უნდათ ჩემი ძმა გააცერონ. ამას მე აღვიქვამ შურისძიებად. ჩემი ძმა ამ საქმეშია რის მხოლოდ ჟურნალისტი, რომელმაც რესპოდენტისგან აიღო ინტერვიუ. მას არავითარი კავშირი არ აქვს ღარიბაშვილთან - ნანახიც არ ჰყავს. როგორც ჩანს რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს და ამიტომ მოიშორეს. კობახიძის მიმართ სვამდა კითხვას და თუ ეს ასე არ არის, რასაც ლაზარე ჯორბენაძე ამბობდა, მაშინ გაასაჯაროოს სახელმწიფომ ის დოკუმენტი, რომლითაც მთელ ქართველ ხალხს აჩვენებს, რომ დავით გარეჯის ის სადაო ტერიტორიები ისევ ჩვენია. ამ ხელისუფელბის მოსვლაში ასე თუ ისე ჩემი ძმაც იღებდა მონაწილეობას, იმიტომ რომ  სააკაშვილის მმართველობსი პერიოდში ანალოგიურ დევნებს განიცდიდა, მაგრამ ახლა უნდა ვთქვა ის, რაც არასოდეს არ მითქვამს და თუ ვიტყოდი არ მეგონა, სააკაშვილს რეჟიმს ის არ უკადრებია, რაც იკადრა ამ დღევანდელმა ხელისუფლებამ. სამარცხვინო ფაქტია" - დიტო ჩუბინიძის და.

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე დღეს სამშობლოს ღალატის, საბოტაჟის ბრალდებით  დააკავეს.

საგამოძიებო უწყება ჩუბინიძეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვაზრთან მდებარე დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავება.

პროკურატურაში თქვეს, რომ „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს". მას 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება.