"დაიცავი გამოფენა" - ექსპო-ჯორჯიასთან მშენებლობის წინააღმდეგ აქცია იმართება

22.10.26 21:06
"დაიცავი გამოფენა" - ექსპო-ჯორჯიასთან მშენებლობის წინააღმდეგ აქცია იმართება

პროტესტი საგამოფენო სივრცის დასაცავად - ამ წუთებში მოქალაქეები ექსპო-ჯორჯიას ტერიტორიაზე არიან შეკრებილები და ადგილზე დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ.  

როგორც ადგილიდან "პირველების" კორესპოდენტი იუწყება, ახლა ექსპო-ჯორჯიაში იმ კომპანიის პრეზენტაცია მიმდინარეობს, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობას აპირებს.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, რომლებიც აქციის მონაწილეებს ექსპო-ჯორჯიაში მიმდინარე პრეზენტაციაზე შესვლის და კომპანიის მფლობელებთან შეხვედრის საშუალბას არ აძლევენ. პოლიციამ შესასვლელი რკინის ჯებირებით ჩახერგა.

მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ „ექსპო ჯორჯიას” საგამოფენო კომპლექსი თავისი სარეკრეაციო სივრცეებით თბილისის კულტურული, სოციალური და სამოქალაქო ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი სივრცეა და დაგეგმილი პროექტის შედეგად, ქალაქი დაკარგავს უნიკალურ ადგილს, ათწლეულების განმავლობაში შენარჩუნებულ ისტორიას და მეხსიერებას, რომელიც დეველოპერის პირად ინტერესს ეწირება.

მე აქ გავიზარდე და აქ უნდა დავბერდე და სადღაც ხომ უნდა გავიდე, გარეთ რომ გამოვიდა და რას მიშნებენ, კედლებს? არც ქოცი ვარ, არც ნაცი, ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ და სად წავიდე ?- ამბობს მოქალაქე. 

მსგავსი სიახლეები