საქართველომ რუსეთიდან 180 ათასზე მეტი ცოცხალი ღორი შეიძინა
წლის დასაწყისიდან 16 ოქტომბრამდე, საქართველომ რუსეთიდან 180 ათასზე მეტი ცოცხალი ღორი შეიძინა, 26%-ით მეტი, ვიდრე შარშან.
ამის შესახებ “როსსელხოზნადზორის“ 22 ოქტომბრის განცხადებიდან ხდება ცნობილი.
ამავე განცხადების თანახმად, საქართველო რუსულ ვეტერინარულ ვაქცინებსაც ყიდულობს, მილიონზე მეტ დოზას.
შეგახსენებთ, 9 ოქტომბრიდან რუსეთის ბაზარზე აღარ შედის „თელიანი ველის“, „თბილღვინოს“, „ძმები ასკანელების“, „ვაინმენის“, „ქართული ლუდის კომპანიის“, ქართული Coca-Cola-სა და „ნაბეღლავის“ პროდუქცია.