საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენები შეიზღუდა
უკრაინული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო, რუსული აეროპორტები ისევ შეფერხებით მუშაობენ - რამდენიმე საათის წინ, მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები იპოვნეს.
რამდენიმე საათის განმავლობაში დაცლილი იყო მრავალსართულიანი შენობები, ხალხი ქუჩებში გაიყვანეს, ჩაკეტეს ვნუკოვოს, დომოდედოვოს, ჟუკოვსკის და შერემეტიევოს აეროპორტებში, გადადეს ავიარეისებიც. რუსულ ქალაქებში ისევ ისმოდა საჰაერო განგაშის ხმები.