"კაცმა მძინარე ცოლი ბალიშით გაგუდა და უბედური შემთხვევის ინსცენირება მოახდინა" - რა მოხდა ფოთში
"პირველების" ინფორმაციით, ფოთში მკვლელობა მოხდა. მოკლულია შუახნის ქალი, ხოლო მძიმე დანაშაულის ბრალდებით გარდაცვლილის მეუღლე დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ბრალდებით 50 წლამდე კაცის დაკავებას ადასტურებენ შსს-შიც. როგორც "პირველებს" უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ადგილობრივების მონაწყოლის მიხედვით, მკვლელობა გუშინ მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, კაცმა მძინარე ცოლო ბალიშით გაგუდა, შემდეგ კი ბინაში ბუნებრივი აირი გაუშვა.
მამაკაცი ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახების შემდეგ დააკავეს.