დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს მოტყუებით გამოართვა ოქროს ნაკეთობები და 102 300 ლარი მიითვისა

30.10.26 10:36
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს მოტყუებით გამოართვა ოქროს ნაკეთობები და 102 300 ლარი მიითვისა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

ინფორმაცის შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა მოქალაქეს მოტყუებით გამოართვა ოქროს ნაკეთობები და დაარწმუნა, რომ მათი რეალიზაციის შემდეგ, ერთი თვის ვადაში, შესაბამის თანხას გადაუხდიდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქეს მოტყუებით გამოართვა ოქროს ნაკეთობები და დაარწმუნა, რომ მათი რეალიზაციის შემდეგ, ერთი თვის ვადაში, შესაბამის თანხას გადაუხდიდა. თუმცა, ბრალდებულმა ოქროს ნაკეთობების რეალიზაციის შემდეგ დაზარალებულთან კომუნიკაცია შეწყვიტა და მიღებული თანხა, 102 300 ლარი, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

სამართალდამცველებმა მოქალაქე ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, - აღნიშნულია ინფორმაციაში.