შსს ადასტურებს, რომ სკოლაში სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სავარაუდო სექსუალური იძულების და ცემის ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.
"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, სავარაუდო დანაშაულში ერთი სკოლის რამდენიმე მოსწვალე ფიგურირებს - ერთ შემთხევვაში მეოთხე კლასელზე სავარუდო სექსუალურ ძალადობაზეა საუბარი, მეორე შემთხევევაში კი ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. ფაქტს არ უარყოფენ არც სკოლაში, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. როგორც "ტვ პირველს" ეუბნებიან, გამოკითხულები არიან მოსწავლეები, მასწავლებლები და მანდატურები.
ამასთან, როგორც ერთ-ერთი სავარაუდო დაზარალებული სკოლის მოსწავლის დედა "პირველებს " ეუბნება, მშობლებმა მალევე მიაწოდეს ინფორმაცია საგამოძიებო უწყებას, ასევე საქმის კურსშია განათლების სამინისტროც.
კიდევ ერთი მშობლის თქმით, სავარაუდო სექსუალურ ძალადობას მეოთხე კლასელზე სკოლის საპირფარეშოში ჰქონდა ადგილი.
შიგნით მოხდა ბიჭებს შორის, მეოთხე კლასელზეა საუბარია. ამ სკოლის მოსწავლეები არიან. ორი ბიჭის მხრიდან არის საუბარი სექსუალურ ძალადობაზე. ამ ორმა ბიჭმა შეიყვანა საპირფარეშოში და მოხდა ის", - ამბობს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი.
სავარაუდო დაზარალებული სკოლის მოსწავლის დედა "პირველებს" უყვება, რომ სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამე კლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკური ძალადობა განახორციელეს მეექვსე კლასის მოსწავლეებმა.
სკოლის საპირფარეშოში მეექვსე კლასელმა ბავშვმა სცემა მესამე კლასელი ბავშვი. ეს იყო აბსოლუტურად ფიზიკური ძალადობა. ამ ბავშვს, ვისაც დაეხმარნენ საპირფარეშოში, კლასელი დაეხმარა და ზუსტად ეს კლასელი ამოიჩემეს სავარაუდო მოძალადეებმა. მასზე განხორციელდა ზეწოლა საშინელი სიტყვებით და საბოლოოდ, მოხდა ის საზარელი ფაქტი, რაც მოხდა. საუბარია, სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე და იძულებაზე"- ამბობს ბავშვის მშობელი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.