ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია "ფორმულას" ოფისია განთავსებული, ხანძარია

04.11.26 16:00
ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია "ფორმულას" ოფისია განთავსებული, ხანძარია

 

 

"ფორმულას" მაუწყებლობა შეწყვეტილია - არხმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანიაა განთავსებული, ხანძარი გაჩნდა.

„ფორმულას დღის“ წამყვანმა ირაკლი კიკნაველიძემ დაკვამილიანების გამო პირდაპირი ეთერი შეწყვიტა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მე-12 სართულზე გაჩნდა, თავად „ფორმულა“ აღნიშნული შენობის მე-17 და მე-18 სართულზეა განთავსებული. 

ძლიერი დაკვამლიანების გამო, "ფორმულას" თანამშრომელთა ნაწილი შენობიდან გასვლას ვერ ახერხებსს. 

 ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურებია მობილიზებული. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.