დაკავებულია პირი, რომელმაც გასულ თვეში თბილისში რამდენიმე სასტუმრო გაქურდა

05.11.26 10:17
დაკავებულია პირი, რომელმაც გასულ თვეში თბილისში რამდენიმე სასტუმრო გაქურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა ოქტომბრის თვეში თბილისში მდებარე რამდენიმე სასტუმრო გაქურდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში თბილისში მდებარე რამდენიმე სასტუმრო გაქურდა. ასევე, ორჯერ სცადა სასტუმროებში მოქალაქეების კუთვნილი ნივთების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება, თუმცა, განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. ნაქურდალი ნივთების ნაწილი პოლიციის მიერ ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, - აღნიშნულია ინფორმაციაში.