მედია: სისხლიანი დაპირისპირება ლაგოდეხში - დაჭრილია MMA- ის მებრძოლი

05.11.26 13:00
მედია: სისხლიანი დაპირისპირება ლაგოდეხში - დაჭრილია MMA- ის მებრძოლი

სისხლიანი დაპირისპირება ლაგოდეხში - შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლი, 22 წლის ვალერი ყოჩიაშვილი დანით დაჭრეს.

ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. სპორტსმენი, ლაგოდეხში სუფრასთან იმყოფებოდა, სადაც დაპირისპირებული მხარეების გაშველებას ცდილობდა.

მას ცივი იარაღით მუცლის არეში დაზიანება მიაყენეს. დაშავებულს ქირურგიული ოპერაცია ლაგოდეხის კლინიკაში ჩაუტარდა.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მისი გაწერა იგეგმება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 117-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებულია ერთი პირი.