თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეში დასახელებული რუსი სამხედრო, სავარაუდოდ, უკრაინაში მოკლეს

08.11.26 10:43
თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეში დასახელებული რუსი სამხედრო, სავარაუდოდ, უკრაინაში მოკლეს

თამაზ გინტურის საქმეში ერთ-ერთ ფიგურანტად დასახელებული ალექსანდრ ჩიკოლაევი უკრაინაში მოკლეს. ამის შესახებ ცნობები ტელეგრამარხებში ვრცელდება.

თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 2023 წლის 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, ლომისის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავის მიმდებარედ მოკლეს. მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი კი უკანონოდ დააკავეს.

გინტურის ოჯახი სამი წლის განმავლობაში მკვლელობაში მონაწილე პირების გამოვლენასა და დასჯას ითხოვს. ამ დრომდე საქმეზე არავინ დასჯილა

მსგავსი სიახლეები