ვეკუას სკოლასთან ისევ აქციაა - მშობლები და პედაგოგები შენობის დანგრევას აპროტესტებენ
ილია ვეკუას სახელობის 42-ე საჯარო სკოლასთან ისევ პროტესტია. სკოლის დანგრევის გადაწყვეტილებას მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ერთობლივად აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, განათლების სამინისტრომ ისინი სრულ გაურკვევლობაში დატოვა - ამ დრომდე უცნობია, სად და რა ფორმით განახლდება სასწავლო პროცესი ხვალიდან.
შეკრებილები ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან როგორც ონლაინ სწავლებაზე გადასვლას, ისე მეორე ცვლაში გადანაწილებას.
ჩვენ ახლა შევდივართ დირექციასთან. როგორც ვიცით, სამინისტროს წარმომადგენელი არ იქნება არ შეხვედრაზე. იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ დირექცია თავის პოზიციას გაგვაცნობს და ასევე შემოგვთავაზებს გამოსავალს. ხვალ უკვე სკოლაა, არცერთი წუთი არ უნდა დაიკარგოს ამ ბავშვებისთვის, სად მივდივართ? ისევ ამ სკოლაში თუ შევდივართ, რატომ გახდა აუცილებელი ახლა, ამ ეტაპზე ამ ხმაურის ატეხვა? მე ვფიქრობ, რომ მშობლები კარდაკარ მაკლერებთან არ უნდა ვეძებდეთ შენობას. მშბლების პოზიციას ვაფიქსირებ, წარმოვადგენ ჩემს კლასს, ვაფიქსირებ ჩემს აზრს, რომ არცერთი დღე ბავშვებმა გარე სივრცეში, თუნდაც პროტესტის მიზნით, არ უნდა დაკრგონ, - ამბობს სკოლის პედაგოგი.
რა შედეგით დასრულდება სამეურვეო საბჭოს სხდომა, ცნობილი ცოტა ხანში გახდება.