ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ერთ-ერთი პირი, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ნემო ბურჭულაძე 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი), უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, პრეზიდიუმის წევრი.
ნემო ბურჭულაძეს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).