ბათუმში, ზღვიდან მაშველებმა კაცი უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს - ის ადგილზე გარდაიცვალა
ბათუმში, ზღვიდან მაშველებმა კაცი უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს - ინფორმაციას აჭარა თაიმსი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე, სანაპიროზე, მას პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.