მერაბ დვალიშვილს სასტუმროში თავს დაესხნენ (ფოტო)
მერაბ დვალიშვილს სასტუმროში თავს დაესხნენ - ცოტა ხნის წინ, ქართველმა ჩემპიონმა ინსტაგრამზე თავად გაავრცელა ვიდეო, სადაც ის დასისხლიანებულია.
დვალიშვილი ვიდეოში ამბობს, რომ სასტუმროს ფოიეში გასაუბრების დროს მას უკნიდან უსმან და უმარ ნურმაგომედოვები და მისი მეგობრები მიეპარნენ და ცემა დაუწყეს.
„სასტუმროს ფოიეში RAF-ისთვის ინტერვიუს ვიძლეოდი, როცა უსმანი და მისი მეგობრები უკნიდან მომეპარნენ და მე და ჩემს ახალგაზრდა მეგობარს მუშტებით ცემა დაგვიწყეს. დაცვის წევრები ხელს მიჭერდნენ, ხოლო თავად ისინი, ნამდვილი ლუზერებივით, ძირს დაცემულებს ფეხებით გვცემდნენ“- ამბობს დვალიშვილი ვიდეოში.