სასამართლომ დავით ფეიქრიშვილი და ალექსანდრე ჩაფოძე პატიმრობაში დატოვა

12.11.26 12:34
სასამართლომ დავით ფეიქრიშვილი და ალექსანდრე ჩაფოძე პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ დავით ფეიქრიშვილი და ალექსანდრე ჩაფოძე პატიმრობაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.

შემდეგი პროცესი 25 ნოემბერს ჩაინიშნა.

მანამდე, დავით ფეიქრიშვილმა სასამართლოს სკანდალური ჩვენება მისცა, თქვა, რომ მის საკანში კონრეტული პირები ტელეფონის გახნის მიზნით შეაგზავნეს.

მობილური ტელეფონების თემაზე ისაუბრა პროცესის დასრულების შემდეგ ფეიქრიშვილების ადვოკატმაც. მისი თქმით, მათ იმის უფრო შეეშინდათ, რომ რაიმე სახის ინფორმაცია არ ჩაეტვირთათ მობილურ ტელეფონში, რომელსაც მათ წინააღმდეგ გამოიყენებდნენ და არა იმის, რომ ტელეფონში რამე “ პირადი საუბრები “ ინახება.

პაატა გოგიაშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის აღნიშნული ტელეფონები საექსპერტო განყოფილებაშია და ექსპერტიზა უტარდება.

ჩვენ უფრო იმის შეგვეშინდა, რომ რამე ინფორმაცია არ ჩაეტვირთათ მობილურ ტელეფონში და შემდეგ ჩვენ წინააღმდეგ არ გამოეყენებინათ. აღნიშნული ტელეფონები, პროკურორის განმარტებით, არის საექსპერტო განყოფილებაში, უტარდება ექსპერტიზა. 5 ნოემბერს წარუდგინეს საექსპერტო განყოფილებასო, - თქვა ადვოკატმა.

დავით ფეიქრიშვილსა და ალექსანდრე ჩაფოძეს  ჯგუფურ ხულიგნობას ედავებიან. 

  • ორივე მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.