"ვითხოვთ მოძალადე პოლიციელების დასჯას" - გენერალურ პროკურატურასთან სერგი ყანჩელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

14.11.26 13:30
"ვითხოვთ მოძალადე პოლიციელების დასჯას" - გენერალურ პროკურატურასთან სერგი ყანჩელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

"ვითხოვთ მოძალადე პოლიციელების დასჯას" - ამ მოთხოვნით, გენერალურ პროკურატურასთან, სამოქალაქო აქტივისტის, სერგი ყანჩელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

ხალხი საგამოძიებო ორგანოსგან სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას მოითხოვს. 

ემიგრაციაში წასულმა ყანჩელმა ერთი თვის წინ თქვა, რომ ექვსმა პოლიციელმა გააჩერა, სასაფლაოზე გადაიყვანა და დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა, იარაღით ემუქრებოდა და სექსუალურ ძალადობას აიძულებდა.

აღნიშნულ საქმეზე სამოქალაქო აქტივისტი საგამოძიებო ორგანომ დისტანციურად გამოკითხა, თუმცა ამ დრომდე არცერთი პოლიციელი პასუხისგებაში მიცემული არ არის. 

მთელი ოჯახი ვართ შოკირებულები, ეს ისეთი რამ იყო, რამდენი დღეა არ მიძინია. როგორ შეიძება სამართალდამცავი უწყების თანამშრომლები თავად არღვევდნენ სამართლას. ასეთი უღირსი პოლიციელები არ უნდა მუშაობდნენ ამ სისტემაში. მოვითხოვთ, რომ გამოძიება ჩატარდეს სრულყოფილად და დამნაშავეებმა აგონ პასუხი. ისინი მთელ სისტემას არცხვენენ", - ამბობს აქციაქზე მისული ყანჩელის მამიდა. 

 

მსგავსი სიახლეები