ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ყველა გამოჩნდება ვინ ვინ არის - მეუფე იობი

15.11.26 14:02
ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ყველა გამოჩნდება ვინ ვინ არის - მეუფე იობი

მეუფე იობი ქადაგებისას საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დადგა დრო, როდესაც ადამიანების ნამდვილი სახე თანდათან ვლინდება. მისი თქმით, „ნიღბების ჩამოხსნის პროცესი“ უკვე დაწყებულია და საბოლოოდ ყველას რეალური სახე გამოჩნდება.

მღვდელმთავარმა ყურადღება ღვთისა და სამშობლოს ერთგულების მნიშვნელობაზეც გაამახვილა და სასულიერო პირებსა და მოქალაქეებს ერთმანეთის სიყვარულისა და ქვეყნის გაფრთხილებისკენ მოუწოდა. 

„ჩვენ ისეთ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, უკვე ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო. ვინ ვინ არის, უკვე გამოჩნდა. „არ არს დამალული, რომელიც საცნაურ არ იყოს“, არ არის საიდუმლო, რომელიც არ გაცხადდეს. ამ პერიოდში გვიწევს ცხოვრება და ეს ასე აუცილებლად მოხდება. ყველა გამოჩნდება ვინ, ვინ არის. ეს კარგი არის. ბურუსში ყოფნა ძალიან რთულია, როცა ვერ არჩევ, ვერ განისაზღვრება ვინ არის შენ გვერდში. შეიძლება ახლობელი იყოს და „აი, თურმე უბეში გველი მყოლია“ - ასე თქვა. დადგება სულიწმიდის მადლით, ის დრო, როდესაც ყველა ნიღაბს ჩამოიხსნის და ისეთი, როგორიც არის...

თუ ჩვენ უფალს ვეკუთვნით, უფლის ერთგულები უნდა ვიყოთ. სამშობლოს ერთგულები უნდა ვიყოთ, ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს. ამ სამშობლოს უნდა გავუფრთხილდეთ. ყველა ვალდებულია, სასულიერო პირი იქნება, ერის ადამიანი იქნება. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. მცირერიცხოვანი ერი ვართ. და გვიყვარდეს ერთმანეთი“, - აცხადებს მეუფე იობი.

მსგავსი სიახლეები