ბრიტანეთის საელჩო: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო

20.11.26 11:57
ბრიტანეთის საელჩო: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

საელჩო მხარდაჭერას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს. 

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო. თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებს. დაშავებულებს, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ, - წერია ინფორმაციაში. 

19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.

 

მსგავსი სიახლეები