ცხოველთა უფლებადამცველი, ტასო ლოსაბერიძე 2000 ლარით დააჯარიმეს

20.11.26 13:10
ცხოველთა უფლებადამცველი, ტასო ლოსაბერიძე 2000 ლარით დააჯარიმეს

ცხოველთა დამცველი ტასო ლოსაბერიძე ცხოველთა მონიტორინგის თანამშრომლების შეურაცხყოფის საბაბით 2000 ლარით დააჯარიმეს.

გადაწყვეტილება დავით მაკარაძემ მიიღო.

როგორც ტასო ლოსაბერიძე ამბობს, საქმის მასალების მიხედვით, ცხოველთა მონიტორინგის სასამართლომ შსს-ს მიმართა შემდეგი ფრაზების საფუძველზე: „მკვლელებო, მკვლელებო, ფუ, აი, ვირთხები! მკვლელებო, ვირთხებო“.

ვერ ვხვდები, რატომ დამაჯარიმეს ამ სიტყვების გამო. სახლში მყავს ჩემი გაზრდილი ვირთხა, რომელიც ძალიან მიყვარს, ჩემი ოჯახის წევრია. რატომ მიიღეს ამ ადამიანებმა შეურაცხყოფად ვირთხა, ვერ ვხვდები. ეს არის დაშინების მცდელობა. არ უნდათ ამ ადამიანებს, რომ დისკომფორტი შევუქმნათ, სადაც მუშაობენ და ამის გამო ხდება ეს ყველაფერი. მე არაფრის მეშინია და არც დავიღლები, ჩემს პროტესტს გამოვხატავ, თუ არ მოსწონთ სიტყვა - ვირთხა, აუცილებლად სხვა სიტყვებით ჩავანაცვლებ, - თქვა ლოსაბერიძემ პროცესის დასრულების შემდეგ.

მსგავსი სიახლეები