ანდრო ჭიჭინაძის სახელით საკონსტიტუციოში გავასაჩივრეთ სასამართლო პროცესების გადაღების შეზღუდვა – ადვოკატი

21.11.26 19:14
ანდრო ჭიჭინაძის სახელით საკონსტიტუციოში გავასაჩივრეთ სასამართლო პროცესების გადაღების შეზღუდვა – ადვოკატი

ანდრო ჭიჭინაძის დაცვის მხარემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა კანონი, რომლითაც შეიზღუდა სასამართლო პროცესების ფოტო და ვიდეოგადაღება, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია.

როგორც სოციალურ ქსელში თორნიკე მიგინეიშვილი წერს, ქართული ოცნება ამ კანონით შეეცადა საზოგადოებისთვის "დაემალა სინდისის პატიმრები და მათი სიმართლე". 

"ქვეყნის შიგნით გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას, ეფექტურსა თუ არაეფექტურს, რათა დავიცვათ იმ ადამიანების ინტერესები, რომელთა უფლებებიც დაირღვა" - წერს უფლებადამცველი. 

ანდრო ჭიჭინაძის სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ.
კონსტიტუციური სარჩელი უკვე დარეგისტრირდა.
სარჩელით ვასაჩივრებთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლითაც შეიზღუდა სასამართლო პროცესების ფოტო და ვიდეოგადაღება, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია.
ანდრო ჭიჭინაძისა და მასთან ერთად ბრალდებული პირების საქმე პირველი იყო, რომელზეც აღნიშნული შეზღუდვა პრაქტიკულად გავრცელდა.
სასამართლოში არაერთხელ დავაყენეთ შუამდგომლობა პროცესების გაშუქების შესაძლებლობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლოს არცერთ ინსტანციაში მედიას არ მიეცა სასამართლო პროცესების გადაღებისა და საზოგადოებისთვის სრულყოფილად გაშუქების შესაძლებლობა.
სახელმწიფო ამ ფორმით შეეცადა, საზოგადოებისთვის დაემალა სინდისის პატიმრები და მათი სიმართლე.
მიგვაჩნია, რომ არსებული რეგულირება ეწინააღმდეგება ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლებას, სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და დაცვის უფლებას.
ქვეყნის შიგნით გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას, ეფექტურსა თუ არაეფექტურს, რათა დავიცვათ იმ ადამიანების ინტერესები, რომელთა უფლებებიც დაირღვა.
კონსტიტუციური სარჩელი რეგისტრირებულია №1985-ით.
ბმული იხილეთ კომენტარებში",- წერს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი. 

მსგავსი სიახლეები