სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია
სელფი მობაილი უკვე მეორე წელია რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ფესტივალის, DataFest Tbilisi-ის სპონსორია.
ფესტივალი წელს 26-28 ნოემბერს იმართება და მეათე საიუბილეო ღონისძიება იქნება. DataFest Tbilisi აერთიანებს მონაცემთა მეცნიერებს, ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტებს, ტექნოლოგიური კომპანიების, სტარტაპების, ბიზნესის, მედიისა და კრეატიული ინდუსტრიების წარმომადგენლებს.
ფესტივალის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა ტექნოლოგიებისა და ციფრული ტრანსფორმაციის უახლეს ტენდენციებს, მათ პრაქტიკულ გამოყენებასა და განვითარების შესაძლებლობებს. სამდღიანი პროგრამა მოიცავს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების გამოსვლებს, პანელურ დისკუსიებს, პრაქტიკულ ვორკშოპებსა და თემატურ შეხვედრებს.
ტექნოლოგიურ კომპანიად (TechCo) ტრანსფორმაციის ფარგლებში, სელფი მხარს უჭერს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობენ ტექნოლოგიების გარშემო ცოდნის გაზიარებას, ინოვაციურობის განვითარებასა და ციფრული განათლების გავრცელებას. DataFest Tbilisi სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც ქმნის ახალი იდეების, თანამედროვე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას.
ფესტივალის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.datafest.ge/
NS
მსგავსი სიახლეები
ისარგებლეთ ქეშბექით ASOS-ზე, SHEIN-ზე, Zalando-სა და Trendyol-ზე შოპინგისას - ნახეთ Black Friday შეთავაზებები Student Card-ისგან
Black Friday-ის მრავალფეროვანი შეთავაზებების ფარგლებში, საქართველოს ბანკი Student Card-ის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს, შოპინგისას ფასდაკლებებთან ერთად დამატებითი სარგებელიც მიიღონ და დახარჯული თანხის ნაწილი უკან დაიბრუნონ.