ღრმაღელის მეტროსთან მაღაზია გატეხეს

28.11.26 11:57
ღრმაღელის მეტროსთან მაღაზია გატეხეს

მეტრო ღრმაღელესთან სუპერმარკეტი გატეხეს. მაღაზიიდან თამბაქოა წაღებული.

არსებული ინფორმაციით, დანაშაულში მინიმუმ ორი არასრულწლოვანი ფიგურირებს.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.