საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა

02.06.26 23:01
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.

მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ანგარიში საქართველომ 46-წუთზე, ქვილითაიას გოლით გახსნა, სტუმრებმა კი საპირისპირო გოლი 55-ე წუთზე გაგვიტანეს.

აღნიშნული შეხვედრა ეროვნულ გუნდში ბოლო იყო გუნდის კაპიტნისთვის, გურამ კაშიასთვის. ის მაყურებელს დაემშვიდობა და კაპიტნობა ხვიჩა კვარაცხელიას გადააბარა.

საქართველოს ეროვნული გუნდი შემდეგ ამხანაგურ მატჩს 5 ივნისს ბაჰრეინის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება