129 მატჩი ნაკრების მაისურით - გურამ კაშია ეროვნულ ნაკრებიდან წავიდა
საქართველო-რუმინეთის მატჩი, რომელიც ფრედ დასრულდა, ბოლო იყო კაპიტნის, გურამ კაშიასთვის.
ის მატჩის დაწყებამდე გულშემატკივარს და გუნდის წევრებს დაემშვიდობა და კარიერა დაასრულა.
კაშიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 129 მატჩი ჩაატარა. ის ეროვნული ნაკრების ღირსებას 2009 წლიდან იცავდა. გუნდის კაპიტნად 2021 წელს აირჩიეს.
დღეიდან, გუნდის ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება.
ფოტო: ეროვნული ნაკრები